ქუთაისში პარლამენტის შენობის საძირკველთან ე.წ. გრუნტის წყლის ამოსვლას მშენებლობა არ შეუფერხებია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.
"იმის გამო, რომ რომ მიწისქვეშა წყლები იყო მშენებლობა გართულდა, მაგრამ არ შეჩერებულა. ეს არ არის ახალი პრობლემა და ის უკვე დაძლეულია", - აღნიშნა ბობოხიძემ.
ამასთან, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ე.წ. გრუნტის წყლების ამოსვლის გამო პარლამენტის შენობის ასაშენებლად ქუთაისში ახლა ალტერნატიულ ადგილის ეძებენ.
"ეს სრული სისიულელეა", - დასძინა დეპუტატმა.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე პარლამენტის ახალი შენობის "ჩონჩხი" უკვე აშენებული იქნება.