პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა პრეზიდენტს "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ხელმოსაწერად 18 აპრილს გადაუგზავნა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტმა კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც კანონი "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
მიღებული ცვლილებების თანახმად, კი მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყონ ახალი რეგულაციების მოთხოვნა და შესაბამისობის დეკლარაციები, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას წარუდგინონ. იმავდროულად, აღნიშნული დეკლარაციები მაუწყებლებმა საკუთარ ვებ-გვერდზეც უნდა გამოქვეყნონ.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებული ხდება კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილებების შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.
ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად ოფშერებში დარეგისტრირებულ კომპანიებს მაუწყებლის წილის ფლობა ეკრძალებათ.
შეგახსენებთ, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა 8 აპრილს დაამტკიცა.