ჰავანაში კუბის კომუნისტური პარტიის მეექვსე ყრილობაზე პარტიის ახალ პირველ მდივნად რაულ კასტრო აირჩიეს. ამის გამო მისმა ძმამ ფიდელ კასტრომ, რომელიც კუბელ კომუნისტებს 1965 წლიდან ხელმძღვანელობდა, პარტიული პოსტი ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ "ასოშიედ პრესი" იტყობინება.
ფაქტობრივად, ფილდელ კასტრო პარტიის საქმიანობის გადაწყვეტაში, ისევე როგორც, ქვეყნის მართვაში, მონაწილეობას უკვე 2006 წლიდან აღარ იღებდა. იგი სახელმწიფო საქმეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩამოშორდა. მას შემდეგ ფიდელ კასტრო პუბლიცისტიკითაა დაკავებული და კუბურ მედიასაშუალებებში რეგულარულად აქვეყნებს საავტორო სვეტს.
კომპარტიის მოსალოდნელი გაახალგაზრდავების მიუხედავად, პარტიის მეორე მდივნად 80 წლის ხოსე რამონ მაჩადო ვენტურა იყო დანიშნული. პარტიაში მესამე ადგილს კი კუბის 78 წლის ვიცე-პრეზიდენტი რამირო ვალდესი იკავებდა.