სამხრეთ აფრიკაში, კრიუგერის ნაციონალურ პარკთან ახლოს, უცნაური თვითმკვლელობა მოხდა. პოლიციის განცხადებით, ადგილობრივი ფერმის თანამშრომელი ნიანგებით სავსე მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადაეშვა.
დეტექტივები, რომლებიც 40 წლის დევიდ ლუბისის გაუჩინარებას იკვლევენ, მისი კოლეგების ჩვენების საფუძველზე თვითმკვლელობის ვერსიამდე მივიდნენ. მათი თქმით, ჯერ კიდევ 7 აპრილს მამაკაცმა განაცხადა, რომ მტაცებლებს ჩაუვარდებოდა. უკანასკნელ დღესაც იგი მდინარე ლეპელთან ახლოს შენიშნეს, რომელიც უაღრესად საშიშად ითვლება.
მას შემდეგ იგი არავის უნახავს. გამომძიებლების ვერსიით, ფერმერმა სუიციდი მეგობარ ქალთან უთანხმოების გამო ჩაიდინა. თუმცა ამ დრომდე დაუდგენელია, ნამდვილად რეპტილიებმა შეჭამეს თუ არა იგი.
დევიდის დას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი აზრით, დევიდს მდინარეში ჩავარდნისკენ მაშინ უბიძგეს, როცა ის მთვრალი იყო.