ირანის მედიასაშუალებების ინფორმაციით, ავღანეთის დასავლეთ ნაწილიდან 10 ირანელი ინჟინერი გაიტაცეს.
სააგენტო Fars-ის ცნობით კი, გატაცებულია 12 ირანელი ინჟინერი და ავღანეთის ხუთი მოქალაქე.
ინჟინრები ავღანური სამშენებლო კომპანიის მიერ იყვნენ დაქირავებულნი და ფარსის პროვინციაში საგანმანათლებლო ცენტრს აშენებდნენ.
უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სამუშაოსკენ მიმავალ გზაზე ორი ავტომანქანა გააჩერეს, სადაც ინჟინრები იმყოფებოდნენ და ისინი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
გატაცების მოტივი უცნობია. არაა გამორიცხული, სხვა შემთხვევების მსგავსად, მათგან გამოსასყიდი მოითხოვონ.