პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ხვალინდელი დღე, 21 აპრილი დასვენების დღედ გამოცხადდა.
როგორც პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება საპატრიარქოს, საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.
"გადაწყვეტილების მიღაბამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საპატრიარქოს, პარლამენტსა და მთავრობასთან შორის შესაბამისი კომუნიკე შედგა და 21 აპრილის უქმე დღედ გამოცხადება ამის საფუძველზე გადაწყდა", - განმარტა მანჯგალაძემ.
ხვალ, 21აპრილს "დიდი ხუთშაბათია". "დიდი ხუთშაბათის" უქმე დღედ გამოცხადება საქართველოში პირველად ხდება და აღნიშნულს საფუძვლად სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში მიმდინარე მირონის კურთხევა დაედო, რომელსაც ხვალ სამების საკათედრო ტაძარში აკურთხებენ.