რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი მარკოვის აზრით, თუკი ანტისარაკეტო სისტემების ევროპაში განთავსებასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომპრომისი არ შედგება, გადატვირთვის პოლიტიკა ჩავარდება.
"თუ კომპრომისი არ იქნება, გადატვირთვის პოლიტიკა ჩავარდება და ჩვენ ისევ და ისევ ცივი ომის პერიოდს დავუბრუნდებით", - განუცხადა მარკოვმა ჟურნალისტებს.
მისივე აზრით, აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის რუსეთის მონაწილეობის გარეშე განთავსება შესაძლებელია მოსკოვის წინააღნდეგ იქნას გამოყენებული.
"სამხედრო სტრატეგიაში მთავარი არ არის სურვილი, არამედ შესაძლებლობები. სამწუხაროდ, ნატოს სტრუქტურების ასეთი გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არა პროდემოკრატები არიან, არამედ მათ ანტირუსული განწყობაც უყალიბდებათ. ამდენად, ნატოს წინაშე დიდი ამოცანა დგას. ესაა ალიანსის ტრანსფორმაცია და ანტირუსული მიდგომებიდან გათავისუფლება", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა მორიგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანტისარაკეტო სისტემების კონკრეტულ ქვეყნებში განთავსებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას რუსეთი ვეტოს ვერ დაადებს.