პეტერბურგელმა მუსულმანებმა თალგატუ თადჯუდინის მუფტის მიმართ პასუხი მოიფიქრეს, რომელიც რუსულ გერბზე ისლამური ნახევარმთვარის დამატებას ითხოვდა.
პეტერბურგის ისლამის სამართალდამცავი ცენტრის პრეზიდენტმა, ადვოკატმა ჯამალიდინ მახმუტოვმა სახელმწიფო დუმაში უკვე გაგზავნა წერილი, რომლითაც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის მე-14 მუხლის შეცვლას ითხოვს. ამ მუხლში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია საერო სახელმწიფოა.
მახმუტოვის აზრით, კი ეს კონსტიტუციის სხვა მუხლებს პარადოქსალურად ეწინააღმდეგება. კერძოდ, არღვევს რწმენის თავისუფლებას. წერილის ავტორის თქმით, სახელმწიფოს საერო სტრუქტურა რელიგიურ-კონსტიტუციური სამართლიანობის ფორმირებას ეწინააღმდეგება.
"ამ დროისთვის რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა მორწმუნეა. რუსულ არმიაში სამხედრო მღვდლებისა და იმამების ინსტიტუტი მოქმედებს. რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რაბინათსა და მუსულმანთა სასულიერო განყოფილებებში რელიგიური სასამართლო არსებობს. ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ სახელმწიფო რელიგიისგან განცალკევებულად ვერ იარსებებს," _აცხადებს მახმუტოვი.
უფრო ადრე მახმუტოვი ბევრად უფრო თამამი რელიგიური იდეებით გამოდიოდა. მაგალითად, მან რუსეთის ხელმძღვანელობას შესთავაზა, რომ მუსულმანი სამხედროები სპეციალური ორდენით_"ისლამის გეორგიევსკის ნახევარმთვარით" დაეჯილდოებინათ. გასულ წელს კი პეტერბურგში თავისებური შარიათის კანონის შეტანა სცადა, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.