ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" კანონში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონში ცვლილებების შეტანის მიზანია ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მართვასა და კოორდინაციაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა.
დღეს არსებული ნორმის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის, ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.
ცვლილებების თანახმად კი უშიშროების საბჭოს განმარტებას ემატება, რომ საბჭო არის ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები.
ასევე, კანონში ემატება, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.
რაც შეეხება ეროვნული საბჭოს მდივანის უფლებამოსილებებს კანონპროექტში ნათქვამია, რომ იგი კოორდინაციას უწევს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.
ასევე მეოთხე მუხლს ემატება, რომელიც საბჭოს მდივნის უფლებამოსილებებს ეხება ემატება ქვეპუნქტები, რომლის მიხედვითაც აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებს და დავალებების შესრულებას.
ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების შექმნის საფრთხეს ან მის დადგენის შემთხვევაში მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.
დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.