ბელორუსიიდან რუსეთში არალეგალურად შეტანილი ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი" აღმოაჩინეს. ამის შესახებ "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა.
კონტრაბანდულ ბორჯომს სხვადასხვა რეგიონის სასურსათო ბაზრებზე მიაკვლიეს, მათ შორის, იგი მოსკოვშიც აღმოჩნდა. აქციზური მარკის მიხედვით, მისი იმპორტიორი "კლასიკური ღვინოები" აღმოჩნდა, რომელიც მინსკშია დარეგისტრირებული.
"ბორჯომის" მინერალური წყალი, ქართულ ღვინოსთან ერთად, რუსული ბაზრიდან ჯერ კიდევ 2006 წელს ამოიღეს. 2009 წელს კი მოსკოვმა მინსკი დაადანაშაულა, რომ ბელორუსიიდან რუსეთში იმ დროს აკრძალული სხვა პროდუქტები ხვდებოდა, მათ შორის, მოლდავური ღვინო.
2011 წლის დსაწყისში ონიშჩენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსია რუსეთთან, ბელორუსიასა და ყაზახეთთან გაფორმებული საბაჟო კავშირის საფუძველზე, სანიტარულ ნორმებს არ იცავდა.