ლიბიელ ამბოხებულთა დასახმარებლად აშშ ბენგაზში თავის ინსტრუქტორებს გზავნის. ბრიტანელ დიპლომატთა აზრით, ლიბიასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეს გადაწყვეტილება არანაირად არ ეწინააღმდეგება.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის უილიამ ჰეიგის თქმით, მრჩეველთა პირველი ჯგუფი ლიბიის ოპოზიციონერთა დასაყრდენ ქალაქ ბენგაზის აღმოსავლეთ ნაწილს ეწვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული არმიის 10 ოფიცერი ლიბიელებს დაზვერვასა და ბრიტანულ-ფრანგული ოპერაციის განმავლობაში ზურგის მხარის უზრუნველყოფაში მოამზადებს. როგორც ჰეიგი აცხადებს, უშუალოდ ბრიტანელი სამხედროები სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.
ჰეიგის თქმით, ლიბიაში გასაგზავნი ჯგუფის შემადგენლობაში ბრიტანეთის არმიის გამოცდილი ოფიცრები მოიყრიან თავს.
შეგახსენებთ, 16 აპრილს ლიბიელმა ამბოხებულებმა დაადასტურეს, რომ ისინი უცხოეთიდან იღებდნენ იარაღს. ამბოხებულთა არმიის მეთაურმა ახმედ ბანიმ მიანიშნა, რომ იარაღი ლიბიაში ზღვის გავლით შევიდა.