პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილს პირდაპირი ეთერით სამეფო ოჯახის ოფიციალური არხით YouTube-ზე უჩვენებენ.
ტრანსლაციის ფარგლებში ქორწილის ცერემონიას ვესტმისტერის სააბატოდან გადასცემენ. ამის შემდეგ ახალჯვარდაწერილები ბუკინჰემის სასახლის აივანზე გამოჩნდებიან, სადაც ისინი ცოლ-ქმრის სტატუსში პირველად აკოცებენ ერთმანეთს.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლის თქმით, საზეიმო ცერემონიალის ონლაინ-ტრანსლირების შესახებ გადაწყვეტილება თვით უილიამმა და ქეითმა მიიღეს.
ისინი დიდხანს ფიქრობდნენ, ცერემონიალი უფრო ინტიმურ გარემოში შემდგარიყო თუ ქორწილში მაქსიმალური რაოდენობის ადამიანები დაეპატიჟებინათ. საბოლოოდ არჩევანი მეორეზე შეაჩერეს.
ცერემონიალის დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. ასევე, არ ხმაურდება, თუ რომელ დიზაინერს ეკუთვნის მიდლტონის საქორწილო კაბა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მომავალი პრინცესას კაბა ბრიტანელმა მოდელიორმა სოფი კრენსონმა შექმნა.