თბილისში, სტანისლავსკის ქუჩაზე საბურავების შემკეთებელ საწარმოში აფეთქება მოხდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"დაღუპულია 29 წლის მამაკაცი, რომელიც ვულკანიზაციაში საკუთარი ავტომანქანის საბურავის შესაკეთებლად იყო მისული", - განმარტა გიორგაძემ.
მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად თავად საწარმოს თანამშრომლები არ დაშავებულან.