საქართველოში შიდსის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამჯერად დაღუპული 40 წლამდე მამაკაცია.
აღნიშნული წელს აივ-ვირუსით გარდაცვალების უკვე მეორმოცე შემთხვევაა. მხოლოდ აპრილში შიდსის ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა.
მიუხედავად აღნიშნული სტატისტიკისა, სპეციალისტების განცხადებით, დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება არ შეინიშნება.