ფოთსა და იტალიის ქალაქ ტრიესტეს შორის სავაჭრო ტვირთების გადაზიდვის მიზნით, შესაძლოა, საზღვაო მიმოსვლა დაიწყოს.
საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას განიხილა.
"ჩვენ ვისაუბრეთ ტრიესტი-ფოთს შორის შესაძლო საზღვაო მიმოსვლაზე და იმაზე, რომ ევროპული ტვირთები აზიაში სწორედ ამ მარშრუტით წამოვიდეს. ეს ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან მისი განხორციელება საქართველოში დამატებით ტვირთს მოიზიდავს, რაც ქვეყანას მეტ შემოსავალს და ახალ სამუშაო ადგილებს შეუქმნის", - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი იტალიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომელიც უკვე დაასრულა.