ანტისარაკეტო სისტემების კონკრეტულ ქვეყნებში განთავსებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას რუსეთი ვეტოს ვერ დაადებს.
ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილმ ფილიპ გორდონმა მორიგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"არ არსებობს რუსეთისა ან სხვა რომელი ქვეყნის ვეტო ნატოსა და შეერთებული შტატების სარაკეტო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით. ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ. ამერიკის შეერთებულ შტატებზე გადაწყვეტილებას კი მხოლოდ შეერთებული შტატები მიიღებს. არა მარტო რუსეთს, არამედ არც ერთ ქვეყანას არ ექნება ვეტოს საშუალება იმაზე, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა გორდონმა.