დღეს, 20 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრი ნიკა რურუა ეკვადორის დელეგაციის წევრებს შეხვდება .
შეხვედრის მიზანია, ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის დამყარება. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დაათვალიერებენ ეროვნულ გალერეას, ეწვევიან რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებს, შეხვედრა შედგება ეროვნულ კინოცენტრშიც, გადაწყდება სამომავლოდ ეკვადორელი არტისტების ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მიღების საკითხიც.
სტუმრები ასევე იმოგზაურებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ეწვევიან სვანეთს, სიღნაღსა და მცხეთას.