დღეს, 20 აპრილს, 10:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" მოსავლის დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი გახსნის.
შეხვედრას დაესწრებიან USAID-ის წარმომადგენლები, სპეციალურად მოწვეული ექსპერტები, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები და ფერმერები.