მონიკა ბელუჩის ანჯეი ვაიდას ახალ ფილმში გადაიღებენ, რომელიც ლეხ ვალენსას ეძღვნება. ფილმში ბელუჩი იტალიელი ჟურნალისტის _ ორიანა ფალაჩის როლს შეასრულებს, რომელსაც სხვადასხვა დროს ინტერვიუ ისეთი ადამიანებისგან აუღია, როგორიცაა მუამარ კადაფი, ფედერიკო ფელინი, იასირ არაფატი, ინდირა განდი და სხვები. სურათის მიხედით, გასული წლის 80-იანი წლების დასაწყისში ორიანა ფალაჩიმ ინტერვიუ ლეხ ვალენსასგან აიღო. სწორედ ეს ეპიზოდი იქნება ფილმში ნაჩვენები.
უახლოეს დღეებში მონიკა ბელუჩი პოლონეთს ესტუმრება. მისი მონაწილეობით სცენები, სავარაუდოდ, ორ დღეს გასტანს. ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
ის ფაქტი, რომ ანჯეი ვაიდა "სოლიდარობის" ლიდერ ლეხ ვალენსას შესახებ ფილმის გადაღებას აპირებს, უკვე 2011 წლის თებერვალში გახდა ცნობილი.
მაშინ რეჟისორმა თავისი სურვილი შემდეგნაირად ახსნა: "დღევანდელი სიტუაცია მაღელვებს, რადგან "სოლიდარობის" ლიდერ ლეხ ვალენსას, რომელმაც პოლონეთის სახელმწიფოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ის ადამიანები დაესხნენ თავს, რომლებიც მასთან შედარებით, არარაობანი იყვნენ."
უკვე ცნობილი გახდა, რომ ფილმში მონაწილეობის თაობაზე ანჯეი ვაიდა სხვა ცნობილ მსახიობებთანაც მართავს მოლაპარაკებებს. მისი სურვილია, სურათში მარგარეტ ტეტჩერის როლის შემსრულებლად მერილ სტრიპი იხილოს.
აღსანიშნავია, რომ მერილ სტრიპს ამ დროისთვის ფელიდ ლოიდის სურათში "რკინის ლედი" იღებენ, სადაც იგი, ასევე, მარგარეტ ტეტჩერს განასახიერებს.