პენტაგონმა გენერალ მაკკრისტალის ინტერვიუში დარღვევა ვერ აღმოაჩინა. საუბარია ავღანეთში კოალიციური ძალების მეთაურ სტენლი მაკკრისტალის მიერ ჟურნალ Rolling Stone-ისთვის 2010 წელს მიცემულ ინტერვიუზე.
რამდენიმე მოწმის დაკითხვისა და მასალის შესწავლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექტორმა აღნიშნა, რომ მაკკრისტალისა და მის დაქვემდებარებულთა მხრიდან პენტაგონის სტანდარტების საკმარისი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.
სამხედროებმა დაადგინეს, რომ მაკკრისტალმა და მისმა თანაშემწეებმა მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკების მისამართით ირონიული შენიშვნები ნამდვილად გამოთქვეს, თუმცა მოწმეები ყველა გამონათქვამს არ ადასტურებენ.
ვერსად აღმოჩნდა, იმის დამამტკიცებელი, თითქოს მაკკრისტალი ობამასთან მოლაპარაკებით უკმაყოფილო დარჩა.