პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტერნეტთავისუფლების მხრივ საქართველო ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. შესაბამისი კვლევა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა" ჩაატარა და მასში ინტერნეტთვისუფლების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში არსებული ვითარებაა შეფასებული.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყველა სახის ინტერნეტგვერდი ხელმისაწვდომია და ხელისუფლების მხრიდან არანაირი ცენზურა არ არსებობს.
"ფრიდომ ჰაუსის" ექსპერტების შეფასებით, ბოლო პერიოდში ვითარება ინტერნეტთავისუფლების მხრივ საგრძნობლად გაუმჯობესდა და 100-ქულიანი სისტემით საქართველოს 35 ქულა აქვს. რაც შეეხება ესტონეთს, ის პირველ ადგილზეა.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ რიგითი მომხმარებლების გარდა, პოპულარულ სოციალურ ქსელებს და ბლოგებს საზოგადოებასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად უკვე აქტიურად იყენებენ სამთავრობო სტრუქტურებიც.
"ფრიდომ ჰაუსმა" კვლევა მსოფლიოს 37 ქვეყანაში ჩაატარა.