ჯართის ექსპორტზე ტარიფებს მთავრობა განსაზღვრავს. აღნიშნულთან დაკავშირებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, კოდექსს ემატება ახალი მუხლი - "ექსპორტის აქციზის ტარიფი", რომელშიც ნათქვამია, რომ შავი და ფერადი ლითონების ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობა და გადახდის წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. კერძოდ, შავი და ფერადი ლითონების ექსპორტზე ხდება მომსახურების ტარიფის შემოღება, რომელიც დადგინდება არა კანონით, არამედ მთავრობის მიერ.
დღეს მოქმედი ნორმით, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი ტონაზე 120 ლარით იბეგრება.