ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი 6,7 % იქნება, ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტატსიუ ნაიაკავამ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის 8 ქვეყანაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყახაზეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი) ეკონომიკური ზრდა 2010 წელს 6,6 % იყო, 2011 წელს მისი საპროგნოზო მაჩვენებელი 6,7 %-ია. ხოლო 2012 წლისთვის - 6,9 %.
მთლიანობაში აზიის რეგიონში ზრდამ, 2010 წელს - 9 % შეადგინა, 2011 წელს კი პროგნოზი - 7,8 %-ია, ხოლო 2012 წელს- 7,7 %.