მუმარ კადაფის ვაჟმა_ სეიფ ალ-ისლამმა The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დემოკრატიის არსი განმარტა.
"ეს კიდევ ერთი სიამოვნებაა. დასავლეთში დემოკრატიასა და კონსტიტუციაზე საუბრობენ, მაშინაც კი, თუკი ეს ადამიანებისთვის სულერთია. აბა, ჰკითხეთ ნებისმიერ ლიბიელს, სჭირდება კი დემოკრატია? არა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, უსაფრთხოება, საკვები, სასმელი, სკოლები გვესაჭიროება. პრესის თავისუფლება ჩვენი პრიორიტეტი აღარ არის, ჩვენ ომში ვართ ჩაბმულნი", -აცხადებს სეიფ ალ-ისლამი.
მისი თქმით, თუ დასავლეთს მათი დახმარება სურს, დაე, მშვიდობიანობის აღდგენაში დაეხმაროს ლიბიის ხელისუფლებას. მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძონ რეფორმების , ნაციონალური ერთობისა და კონსტიტუციის შესახებ საუბარი.
"ახლა ქვეყანა ბრძოლაშია ჩაბმული, ყველა იბრძვის ყველას წინააღმდეგ და თქვენ დემოკრატიაზე გველაპარაკებით? ეს სრული სისულელეა",_ აცხადებს კადაფის ვაჟი.