ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლეიშმანიოზით 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა შორის ერთი 1 წლის და 8 თვის ბავშვი, მეორე კი 62 წლის მამაკაცია.
ორივე მათგანი მკურნალობას პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში გადიოდა. მათი გარდაცვალების მიზეზად ექიმები დაგვიანებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ასახელებენ. მედიკოსების განმარტებით, ლეიშმანიოზით სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები ავადდებიან, თუმცა, მათივე თქმით, დაავადება ძირითადად 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იჩენს თავს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ლეიშმანიოზის სულ 46 შემთხვევა დაფიქსირდა.
ლეიშმანიოზის საფრთხე ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იზრდება.