"რამზან კადიროვის მიმართ ჩემი აზრი გამაჩნია - მიმაჩნია, რომ იგი ჩეჩენი საერთოდ არ არის - იგი ნაძირალა გარეწარი და მოღალატეა", - ეს განცხადება რუსმა დისიდენტმა და ჟურნალისტმა ვალერია ნოვოდვორსკაიამ ექსპერტ კონსტანტინე ბოროვოისთან საუბარში გააკეთა.
"დიახ გამაჩნია ჩემი დამოკიდებულება რამზან კადიროვის მიმართ - მიმაჩნია, რომ ის ჩეჩენი საერთოდ არ არის. ის არის ნაძირალა გარეწარი და მოღალატე! ნაძირალაა იმიტომ, რომ არ ერთი წესიერი ჩეჩენი პროსპექტებს პუტინის სახელს არ დაარქმევდა, არ აიძულებდა ხალხს ემღერათ რუსეთის ჰიმნი და ხმა მიეცათ "ედინაია როსიასთვის". ეს კოლაბორაციონალიზმია, ეს ღალატია! წესიერ ჩეჩნებს ამის გამო სადღაც, ძალიან მაღალ მთაზე უნდა აეყვანათ ეს მოღალატე და უნდა ჩამოეხრჩოთ", _ აცხადებს ვალერია ნოვოდვორსკაია და განმარტავს - კადიროვი "ჯერ ერთი კოლაბორაციონალისტია, მეორეც, კორუფციონერი (რამდენი ფული ერგო მას?) და მესამე, მას რაღაც არ ჰყოფნის უფლებების დამცველები - მოკლეს ნატალია ესტემიტოვა და არავინ ამაზე პასუხი არ აგო", - აცხადებს ნოვოდვორსკაია.
მისივე თქმით, რამზან კადიროვს ღირსება არასოდეს ჰქონია და საუბარი იმაზე, რომ იგი თავისი ხალხის ამ მეთოდებით "გადარჩენას" თავის ღირსებას სწირავს, სისულელეა.
"ასე, პეტენი და ლავალიც იცავდნენ საფრანგეთს ჰიტლერელების განადგურებისგან. ამ საფუძველზე ისინი თავად აბარებდნენ ჰიტლერელებს ყველა ებრაელს - იჭერდნენ და ოსვენციმში გასანადგურებლად აგზავნიდნენ. იქ კი თავად ახრჩობდნენ და თავად აწამებდნენ... და დეგოლი, რომ არა პეტენს ჩამოახრჩობდნენ და ლავალს დახვრეტდნენ. მფლობელი რენო, მგონი ქარხნის ჭიშკარზე ჩამოკიდეს და სწორადაც მოიქცნენ. საფრანგეთში კოლაბორაციონალიზმისათვის ასეთი პახუხისმგებლობა არსებობდა", - აცხადებს ვალერია ნოვოდვორსკაია.
ამასთან, მისი თქმით, კადიროვის მოქმედებებში მოტივი სულ სხვაა.
"რა გაუკეთა მან თავის ხალხს? აქაც ხომ პუტინს ვერ დავაბრალებთ. პუტინმა ურჩია მას შარიათის შემოღება? გარდა იმისა, რომ იგი დამნაშავე და გარეწარია, იგი მოღალატეა ანუ ყველა "ღირსება" მასთანაა და იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან, ჩეჩენი ხალხი მას თავისას მიუზღავს. აბა მისი პირადი საწამებელი კამერები, ჯურღმულები... საკუთარი ლომები, რომელსაც აჭმევს - ესეც პუტინმა ურჩია მას? თუ ასე ახდენს იგი ხალხის გადარჩენას. კადიროვი სატრაპია!", - განმარტა მან.
მასალის გამოყენების პირობები