საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ებრაელი ბიზნესმენების ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის ოჯახებისგან შეწყალების შესახებ განაცხადი არ შესულა.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბიზნესმენების ოჯახების მხრიდან არანაირი განცხადება არ შემოსულა. შესაბამისად ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება", - განაცხადა მანჯგალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის ოჯახები საქართველოს პრეზიდენტისთვის ბიზნესმენების შეწყალების შესახებ განაცხადის გაგზავნას აპირებენ.