საქართველო სამხედრო ტვირთის ტრანზიტის შესახებ რუსეთთან ხელშეკრულებას აუქმებს. პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ვინაიდან დოკუმენტის შეჩერება საკანონმდებლო დადგენილებას საჭიროებს, პრეზიდენტმა ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე პარლამენტს უკვე მიმართა.
"ეს იყო 5-წლიანი შეთანხმება, რომელიც 2006 წელს გაფორმდა, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ის, პრაქტიკულად, ფორმალურ ხასიათს ატარებს. აუცილებელია საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეჩერების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ავტომატურ რეჟიმში შეიძლება გაგრძელდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულება 2006 წელს დაიდო.