პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჯანსაღი პროცესია, რომელიც ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში მიმდინარეობს.
ქვეყნის პირველი პირის ეს პოზიცია ჟურნალისტებს დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერეციაზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
"საქართველოს პრეზიდენტი ინფორმირებულია იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ მიიღო. ყველამ ერთად პატივი უნდა ვცეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ღებულობს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის რამდენიმე ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.