დღეს, 19 აპრილს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საკითხზე ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.
კონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და თანამშრომლობის ასპექტებს შეაფასებენ, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მიმდინარეობასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად თბილისსა და ბრიუსელს შორის მიმდინარე დიალოგს.
სხდომაზე სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე გამოვა. ბრიუსელში კონფერენციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, პარლამენტარები დავით დარჩიაშვილი და გიორგი თარგამაძე დაესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძე უკვე შეხვდა ევროკომისარ შტეფან ფულეს. დღეს ის ასევე შეხვდება ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს.