მარნეულის ყოფილი საკონსერვო ქარხნის შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ 18 წლის ჯამბულ მამედოვს ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა.
გადაუდებელი ოპერაცია მოზარდს წუხელ, რუსთავის საავადმყოფოში ჩაუტარდა.
მამედოვმა და მისმა 14 წლის მეგობარმა სხეულის მძიმე დაზიანებები გუშინ მიიღეს, როცა ისინი მარნეულის ყოფილი საკონსერვო ქარხნის ამორტიზებული შენობის ჩამონგრევასა და აგურების საკუთარ სახლში გადაზიდვას ცდილობდნენ.
უბედურ შემთხვევას 14 წლის ქანა მამედოვი ადგილზევე ემსხვერპლა. ის შენობის ნანგრევებში მოყვა.