გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში უბედურ შემთხვევას 70 წლის ქალი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცი ვენახში ბალახს წვავდა, როცა მას ცეცხლი ტანსაცმელზე წაეკიდა. მან აალებული ტანსაცმლის დროულად გახდა ვერ შესძლო.
ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოხუცი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დამწვრობის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.