ლიბიის სამთავრობო ჯარები ქალაქ მისურატზე, რომელიც 200 კილომეტრით დაშორებითაა აღმოსავლეთით ტრიპოლიდან საარტილერიო თავდასხმას თავდასხმას ახორცილებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საარტილერიო დარტყმის შედეგად დაღუპა 6 აჯანყებული და 40 ადამიანი დაჭრა.
"ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, მუამარ კადაფის ერთგული ჯარისკაცები უკვე სამი დღეა ქალაქ მისურატი ალყაში აქვთ მოქცეული და მის აღებას ცდილობენ, რომელიც ქვეყნის დასავლეთში აჯანყებულებისთვის ერთადერთი დასაყრდენია.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის წინააღმდეგ აჯანყებულებს ნატოს საჰაერო ძალებიც ეხმარებიან.
მიუხედავად მსოფლიო ლიდერების არაერთი მოწოდებისა ლიბიის მმართველი მუამარ კადაფი გადადგომაზე უარს აცხადებს. იგი ლიბიას უკვე 42 წელია მართავს.