რამოდენიმე დღის წინ აშშ-ს წიგნის მაღაზიებში გამოჩნდა ახალი წიგნი, რომელიც შესაძლოა სენსაცია გახდეს. წიგნის სახელწოდებაა: "ბრანჯელინა: მართალი ისტორია ბრედ პიტზე და ანჯელინა ჯოლიზე" (": The untold story of Brad Pitt and Angelina Jolie").
წიგნი ჟურნალისტმა და სტილისტმა იან გალპერინმა დაწერა. ეს არ არის პირველი ნაწარმოები მსოფლიო ვარსკვლავებზე. მის კალამს ეკუთვნის წინგები მაიკლ ჯექსონზე, კურტ კობეინზე და სელენ დიონზე.
წიგნში აღწერილია სხვადასვა პიკანტური ისტორიები ბრედ პირისა და მისი მეუღლის ცხოვრებიდან.
წიგნის სენსაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ ვარსკვლავების იდეალური ურთიერთობა ნაწარმოების მიხედვით მხოლოდ და მხოლოდ მითია. მათი სიყვარული კი დაგეგმილი პიარ-აქცია და სხვა არაფერი.
წიგნში ასევე საუბარია ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის გაყრის შესახებ.