სერბმა რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ ჯონი დეპს მექსიკელი რევოლუციონერის პანჩო ვილის ბიოგრაფიულ ფილმში მთავარი როლის შესრულება შესთავაზა.
რეჟისორის გაცხადებით, მან სცენარისტ გორდან მიხიჩთან ერთად დასრულა ფილმის სცენარზე მუშაობა. ფილმს საფუძვლად დაედება ჯეიმს კარლოს ბლეიკის რომანი "პანჩო ვილის მეგობრები".
ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია თავად დეპის პასუხის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ მსახიობი მიწვევას დათანხდება გადაღებები 2011 წელს დაიწყება, რადგან ამ დრომდე მას უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტები სხვა პროექტებში მონაწილეობაზე.