ხვალ, 15 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე ტარდება საერთაშორისო კონფერენცია "ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესპროცესების მართვა".
კონფერენცია ორდღიანია. პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია: 1. მდგრადი განვითარება და ეკონომიკური პოლიტიკა; 2. რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა; 3. ბიზნესპროცესების მართვა.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენცია 16 აპრილს დასრულდება.