რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მორიგ განცხადებას მიიღებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს მეგობარი ქვეყნების პარლამენტებს გაეგზავნება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის მიერ სამხედრო კატარღების შეყვანა გააპროტესტა და ხელისუფლებას სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოიწოდა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოს პარტნიორებისათვის ცნობილია ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ საქრთველოს ოკუპაციის გაგრძელებას ნიშნავს, მაგრამ აღნიშნული დარღვევების შესახეხებ უნდა შემუშავდეს ქრონოლოგიური დოკუმენტი.
ბაქრაძის თქმით, განცხადებაში ქრონოლოგიურედ იქნება აღწერილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ბოლო დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე.
საერთაშორისო პარტნიორებისათვის განცხადებას, პლენარულ სხდომამდე, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისია პაატა დავითაიასთან ერთად შეიმუშავებს.