საქართველოს და სომხეთს ევროკავშირის ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ, _ ამის შესახებ სომხური მედია ევროპელ დიპლომატზედაყრდნობით იუწყება. მაღალჩინოსანი ევროპელი დიპლომატი ანონიმურობის პირობის დაცვით აცხადებს, რომ სომხეთის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე 2010 წელს დაიწყება და ნაკლებსავარაუდოა, რომ მათმა წარმოებამ დიდი დრო წაიღოს იმიტომ, რომ ევროკავშის ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთთან პრობლემები არ აქვს.
მისივე ინფორმაციით, 2010 წელს ასევე დაიწყება მოლაპარაკებები მეზობელ საქართველოსთან, რადგან ევროკავშირის ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებით პრობლემები არც საქართველოს აქვს.
"გარკვეული გართულებები ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს აზერბაიჯანს იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი არ არის. თუმცა ევროკავშირმა უნდა შეძლოს და უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სამ რესპუბლიკას ხელს შეუწყობს ერთდროულად გახდეს ევროკავშირის ასოცირებული წევრი",_ აცხადებს ანონიმი მაღაალჩინოსანი ევროპელი დიპლომატი და დასძენს, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრობა დე-ფაქტო არ განსხვავდება ჩვეულებრივი წევრობისაგან.
"ეს უბრალოდ სხვა და სხვა სტატუსები, მაგრამ ასოცირებულ წევრებს ყველა ის უფლება და პრივილეგია აქვს რაც ჩვეულებრივ წევრებს", _ აცხადებს დიპლომატი.
მისივე ინფორმაციით , რესპუბლიკებთან გამართული მოლაპარაკებების დროს, გათვალისწინებული იქნება მათი თავისებურებები სხვა და სხვა სფეროებში ან პოლიტიკური და ეკონომიკური სპეციფიკა.
ამავე დროს, მოლაპარაკებათა მსვლელობისას ასევე მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთკავკასიური რესპუბლიკების დემოკრატიზაციას, იმიტომ რომ ამ სიბრტყეში სამივე რესპუბლიკას პრობლემები აქვს.