თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი შენობის რეკონსტრუქციის პერიოდში იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ოპერის პრესამსახურიდან აცნობეს, პროექტი გულისხმობს უცხოეთში მოღვაწე ქართველი საოპერო ვარსკვლავების აუდიო და ვიდეო ჩანაწერების მომზადებას. პროექტში მონაწილეობას მიიღებს თეატრის გუნდი და ორკესტრი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩანაფიქრია, რადგან შეიქმნება ქართველ მომღერალთა ღირებული, მაღალხარისხიანი ორიგინალური ჩანაწერები.
პროექტის `პირველი მერცხალი~ გამოჩენილი მომღერალი ლადო ათანელია. იგი თეატრის გუნდთან და ორკესტრთან ერთად დავით მუქერიას დირიჟორობით 9_10 დეკემბერს ჩაწერს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების 3 სიმღერას _ რევაზ ლაღიძის `ჰიმნი ქუთაისს~, ნოდარ გაბუნიას `ჩემი ცისკრის ვარსკვლავი ხარ~ და იაკობ ბობოხიძის `სიმღერას საქართველოზე~.
პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად ჩაფიქრებულია პაატა ბურჭულაძის, თამარ ჯავახიშვილის, იანო ალიბეგაშვილის, ზურაბ სოტკილავას, მაყვალა ქასრაშვილის, გიორგი გაგნიძის, ეთერ და ნატო ჭყონიების და სხვა ქართველი ვარსკვლავების ჩანაწერების შექმნა.