დეპუტატი პაატა დავითაია შავი ზღვის აკვატორიაში პატრულირებისთვის ნატოს ბლოკის ან აშშ-ის გემების შემოყვანას ითხოვს და მთავრობას მოუწოდებს, აღნიშნულის განსახორციელებლად შეიმუშაოს წინადადებათა პაკეტი. ამის შესახებ განცხადება პაატა დავითაიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის აკვატორიაში შემოყვანილია კატარღები, რომელიც დიდი საფრთხის მატარებელია, ვინაიდან რუსეთის მხრიდან შავ ზღვაში პროვიკაციის საშიშროება არსებობს.
"ეს არის სწრაფმავალი კატარღები, ამ კატარღებს გააჩნია ტექნიკური საშუალება გააჩერონ მოძრავი გემები. ღიად ჩანს, რომ შავიზღვისპირეთში პროვოკაციის ხარისხი მატულობს.
საშიშროებას ვხედავ, რომ შესაძლოა, ბლოკირებული იქნას ფოთის პორტისკენ მიმავალი გემები თუ ამის სურვილი ექნა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს~, - აღნიშნა დავითაიამ.
დავითაია მოითხოვს, რომ მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩააყენონ საქმის კურსში.