საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის სს მინისტრის სერგეი ლავროვის იმ განცხადებასთან დაკავშირებით თითქოს საქართველო შეიარაღებას განაგრძობს და მორიგი პროვოკაციისთვის ემზდება.
"ამ ტიპის განცხადებები აგვისტოს ომის დაწყებამდეც კეთდებოდა და მისი მიზანი ცრუ ინფორმაციის ფონზე საერთაშორისო საზოგადოების აზრზე გავლენის მოხდენაა. ნაწილობრივ, ეს რუსეთის ხელისუფლებას ზოგიერთ ქვეყანასთან გამოსდიოდა კიდეც და მიუხედავად, რომ ეს განგაშის საფუძველს ამ ეტაპზე არ უძლევა მსგავსი ტიპის განცხადებებს მაინც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, ლავროვის აღნიშნულ განცხადება საქართველოს შეიარაღებასთან დაკავშირევბთ დეზინფორმაციაა, რომელსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიაც აკვირდება.