ქართული მხარე მზად არის ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში სამოქალაქო პირებიც ჩართოს.
"ქართული მხარე მოხარული იქნება თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა", - განაცხადა ღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალნადაძემ.
მისივე განმარტებით, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში სამოქალაქო პირები, შესაძლოა, ექიმების, მასწავლებლების სახით იყოს წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის სამშვიდბო ოპერაციაში სამოქალაქო პირების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.