საქართველოს სს სამინისტრო ნატო-საქართველოს კომისიისა და ეუთოს მინისტერიალის შედეგებით კმაყოფილია. როგორც მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, კომისიის შეხევდრასა და მინისეტრიალზე მიღებულ ყველა დეკლარაციაში იმ დებულებების ასახვა მოხდა, რომელიც ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია.
"საუბარია როგორც ეთნიკურ წემედაზე, ისე გავლენის სფეროების გადანაწილებასა და მეორე ბერლინის კედლის აღმართვის მცდელობაზე, რაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ დაგმობილ იქნა", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია რომ საქართველოს თემა საერთაშორისო ასპარეზზე მუდმივად ყურადრების ცენრტში იყოს, რაც საქართველოსთვის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიას წარმოადგენს.