საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. როგორც მინისტრის მოადგილემ ნინო კალნადაძემ დღეს გამართულ პრესკონრფერენციაზე განაცხადა, ვაშაძე ხვალ, 8 დეკემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სს მინისტრები დაესწრებიან.
"ეს არის ახალი ინსტრუმენტი, რომელშიც ქართული მხარე იღებს მონაწილეობას. მის ფარგლებში ორმხრიოვი შეხვედრებიც გაიმართება", - განმარტა კალანდაძემ. '
მისივე თქმით, მინისტერიალზე 2010-20011 წლების სამოქმედო გეგმებზეც იქნება საუბარი.