დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი ეწვევა.
ლატვიის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან.
პრეზიდენტების განხილვის თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებების გარღმავება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაჯანსაღება, აგრეთვე საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია იქნება.
მხარეები საქართველოში რუსეთის აგრესიის შედეგებზეც იმსჯელებენ.
ორი ქვეყნის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქართულ-ლატვიურ ბიზნეს-ფორუმში. ლატვიის პრეზიდენტის დელეგაციაში 62-კაციანი ბიზნესმენთა ჯგუფი იქნება წარმოდგენილი.
მხარეთა შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდება.
ლატვიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირებთანაც გამართავს შეხვედრას.
ორდღიანი ვიზიტის დასასრულს ვალდის ზატლერსი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.