დღეს, 7 დეკემბერს, 14:00 საათზე არასაპარლამენტო ოპოზიცია დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა სასტუმრო "ძველ მეტეხში" გაიმართება.
შეხვედრა ოპოზიციის ინიციატივით იმართება და საუბარი ე.წ. პოლიტპატიმრების თემას შეეხება.
შეხვედრას "კონსერვატორების", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს", "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "საქართველოს გზის" და "ხალხის პარტის" ლიდერები დაესწრებიან.