"fobos-grunt"-ის ექსპერიმენტის მიხედვით, მარსზე 50 სახის მიკროორგანიზმს გაგზავნიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცოცხალ ორგანიზმებს მარსზე გარკვეული ხნით გაგზავნიან, სადაც ისინი განსაზღვრულ დროს დაყოფენ და დედამიწაზე დაბრუნდებიან.
მეცნიერებს აინტერესებთ, მიკროორგანიზმების სიცოცხლიუნარიანობაზე რამდენად აისახება ფრენის პირობები და რადიაციული ფაქტორი.
შეგახსენებთ, პლანეტებს შორის დროის ხანგრძლივობა სამი წელიწადია. "fobos-grunt"-ს სტარტი 2009 წელს უნდა აეღო, თუმცა ტექნიკურ მიზეზთა გამო მისი გაშვება 2011 წლისთვის გადაიდო.