საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამეგრელოს სტუმრობდა. ქვეყნის პირველმა პირმა ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძესთან ერთად აბაშაში მშენებარე მრავალპროფილიანი კლინიკა დაათვალიერა.
15-საწოლიანი საავადმყოფო ფუნქციონირებას მაისის ბოლოს დაიწყებს. კლინიკაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური ცენტრი, სამშობიარო, საოპერაციო ბლოკები და ამბულატორია განთავსდება.
კლინიკა 100 ახალი საავადმყოფოს ფარგლებში შენდება.
სამედიცინო დაწესებულება რაიონის მოსახლეობას მაღალკვალიფიციურ და შეღავათიან მომსახურებას გაუწევს.