საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მასზე ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
შეხვედრისას, მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს და ყურადღება ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ამას გარდა, საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.
პრეზიდენტთან საუბრისას, ჯეიმს აპატურაიმ დაადასტურა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება.