ხვალ, 7 დეკემბერს, 12:00 საათზე პარლამენტში ‘'ქრისტიან-დემოკრატების'' წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი პრესკოფერენციას გამართავს. საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ საქმიანობაზე საპარლამენტო მინიტორინგს ითხოვს.
"საპარლამენტო მონიტორინგის ჯგუფში ყველა ფრაქციის წარმომადგენელი უნდა შევიდეს, თუმცა, მას აუცილებლად საპარლამენტო უმცირესობის წევრმა უნდა უხელმძღვანელოს", _ აცხადებს ლალიაშვილი და აღნიშნავს, რომ მონიტორინგი უნდა განხორციელდეს როგორც კონკრეტულად საქმიანობაზე - თვალთვალსა და მოსმენებზე, ისე შესაბამისი აპარატურის შეძენის და ამ მხრივ თანხების ხარჯვაზეც.